თელავის სოფელ სანიორეში საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება
საზოგადოებრივი ცენტრი შენდება იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „ელექტრონული მმართველობის დანერგვა ადგილობრივ თვითმმართველობებში“ ფარგლებში. როგორც knews.ge-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში განუცხადეს, პროექტი ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობისთვის მრავალფეროვანი სერვისების შეთავაზებას, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურის შექმნას.
“სანიორეს საზოგადოებრივი ცენტრი იქნება თანამედროვე ინფრასტრუქტურით და უახლესი ტექნიკით აღჭურვილი. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება უფასო ინტერნეტი, კომპიუტერები, ვიდეო კონცეფციის აპარატურა და თანამედროვე ელექტრონული ბიბლიოთეკა. საზოგადოებრივი ცენტრის“ მეშვეობით, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნება, სოფლიდან გაუსვლელად ისარგებლოს 200-ზე მეტი საჯარო და კერძო სექტორის სერვისით”, – განუცხადეს knews.ge-ს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში.
უწყების ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით, დღეისათვის, 52 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს. მიმდინარე წელს 14 ახალი ცენტრის გახსნა იგიგმება.