გურჯაანში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოებში დამატებითი ტექნიკა ჩაერთო
როგორც knews.ge-ს გურჯაანის მერიაში განუცხადეს, სატავე ნაგებობების დაზიანების გამო და სტიქიის ზარალის მასშტაბურობიდან გამომდინარე, ამ დრომდე, რამდენიმე სოფელი კვლავ წყალმომარაგების გარეშეა დაჩენილი.
“გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყო, რომელშიც ჩართულია როგორც მერიის ტექნიკა, ასევე კომპანია „Black sea group“-ის დამატებითი ტექნიკა. დღეიდან სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩაერთო დამატებითი ტექნიკა, რომელიც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიამ იქირავა, რათა უმოკლეს დროში მოგვარდეს პრობლემები, რადგან რამდენიმე სოფელს ჯერ კიდევ არ მიეწოდება წყალი”, – განუცხადეს knews.ge-ს გურჯაანის მერიაში.
11 ივნისს, გვიან ღამით მოსულმა ძლიერმა წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის 7 სოფელი დააზარალა.
როგორც knews.ge-ს გურაანის მერმა, არჩილ ხანდამაშვილმა განუცხადა, უხვი ნალექის გამო სოფელ კალაურში, ძირკოკში, კოლაგში, შაშიანში, კარდენახში, ბაკურციხესა და ვეჯინში ხევები ადიდდა და შიდა გზები დაზიანდა. განსაკუთრებით რთული ვითარებაა სოფელ კალაურში, სადაც მოსახლეობის ვენახები დაიტბორა.