ახალი ამბები

გურჯაანში ატმის ჩაბარება-რეალიზაციის საორგანიზაციო შტაბი შეიქმნება

 შტაბს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი შალვა კერესელიძე უხელმძღვანელებს. 

“კახეთის რეგიონში საპროგნოზო მოსავლის რაოდენობა 36 600 ტონას შეადგენს, საიდანაც ატმის წილი 23 600 ტონა, ხოლო ვაშლატამასი – 13 000 ტონაა. ატმის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნება ჯგუფი ფიტოსანიტარიული, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლების შემადგენლობით. აღნიშნული ჯგუფი „ერთი ფანჯრის“ პრინციპით უზრუნველყოფს საჭირო დოკუმენტაციის მომზადებას და გაცემას”, – განუცხადეს knews.ge-ს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში.