ახალი ამბები

თუშეთის გზაზე ავტომობილების მოძრაობის სპეციალური რეჟიმი დაწესდება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, თუშეთთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის 56-ე კმ-ზე დაგეგმილია გზის სავალი ნაწილის გაფართოების სამუშაოები, რის გამოც, 2018 წლის 14 ივნისიდან 1 ივლისამდე, დილის 09:00სთ-დან, საღამოს 18:00სთ-მდე, პერიოდულად დღეში 4-ჯერ ერთი საათით აიკრძალება ავტოტრანსპორტის მოძრაობა. 
“თუშეთის გზაზე ავტოტრანსპორტის მოძრაობის შეზღუდვა იქნება 09:00 სთ-დან 10:00 სთ-მდე; 12:00 სთ-დან 13:00 სთ-მდე; 14:00სთ-დან 15:00 სთ-მდე და 17:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე”, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.