ახალი ამბები

სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის საგრანტო კონკურსი გამოცხადდა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტი – “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივა” მიზნად ისახავს საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისათვის არსებული გარემოს გაუმჯობესებას, არასამთავრობო ორგანიზაციების გაძლიერებას, ბენეფიციართა მიმართ მათი ანგარიშვალდებულების გაზრდასა და სხვა მონაწილეებთან კავშირების გაფართოებას. 

სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინიციატივის მიზნებია:

1. სამოქალაქო საზოგადოების ფინანსური მდგრადობის გაზრდა დაფინანსების წყაროების გამრავალფეროვნებით, მათ შორის სახელმწიფოსა და კერძო სექტორის მონაწილეობით, ხელსაყრელი საგადასახადო გარემოს შექმნით, ასევე, მოხალისეობის წახალისებით; 

2. სამოქალაქო საზოგადოების შესაძლებლობების, ანგარიშვალდებულებისა და სანდოობის გაზრდა, რათა მათ უკეთ წარმოადგინონ ფართო საზოგადოების პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებები; 

3. სამოქალაქო საზოგადოების მედიასთან, ბიზნესთან და ადგილობრივ ხელისუფლებასთან უფრო აქტიური თანამშრომლობით მოსახლეობის ჩართულობის გაზრდა რეგიონებში; 

4. სამოქალაქო საზოგადოების ღონისძიებებისა და ინიციატივების მხარდაჭერა ეროვნულ და ადგილობრივ დონეებზე საჯარო პოლიტიკის სფეროში, განსაკუთრებით ევროკავშირთან ასოცირების პროცესში მიმდინარე რეფორმების თვალსაზრისით.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია:

– საქართველოში რეგისტრირებულ და მოქმედ სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს. 

– სათემო ორგანიზაციებს. 

– არარეგისტრირებულ სათემო საინიციატივო ჯგუფებს.

დაინტერესებულ პირებს დეტალური ინფორმაციისთვის შეუძლიათ დარეკონ ტელეფონის შემდეგ ნომრებზე:

თამარ ზაქაიძე – გრანტების მენეჯერი – 595360022

ნატალია ცისკარაშვილი – კახეთის რეგიონული ჰაბის კოორდინატორი – 599694615

 

დამატებით ინფორმაციას შეგიძლიათ, გაეცნოთ შემდეგ ლინქზეც: http://jobs.ge/178886/