გურჯაანში სწრაფი გადახდის აპარატი დააზიანეს
არსებული ინფორმაციით, უცნობი პირები ცდილობდნენ აპარატის გატეხვას.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდეექსის 187-ე მუხლით, რომელიც ნივთის დაზიანებას, ან განადგურებას გულისხმობს.
სწრაფი ჩარიცხვის აპარატი გატეხეს მიმდინარე წლის 4 მაისს გურაანის მუნიციპალიტეტის სოფელ შაშიანში. ამ დრომდე დანაშაული გახსნილი არ არის. დაუდგენელმა პირებმა აპარატიდან ფული მოიპარეს. “tbc pay”- ის აპარატი ერთ-ერთი ადგილობრივის სუპერმარკეტში იყო განთავსებული.
საინფორმაციო სააგენტო “აიპრესის” ფოტო