ახალი ამბები

მეფუტკრეობის კოოპერატივების მხარდაჭერის პროგრამაში რეგისტრაცია დაიწყო

უწების ცნობით, ერთ მონაწილეს გადაეცემა არაუმეტეს ორი ერთეული მისაბმელი, თითოეული უზრუნველყოფს არანაკლებ 20 სკის (ერთ რიგად) ტრანსპორტირებას. 

,,პროგრამა ხელს შეუწყობს მეფუტკრეობის კოოპერატივებს, შეამცირონ ფუტკრის ოჯახების ტრანსპორტირებასთან დაკავშირებული დანახარჯები, აწარმოონ მრავალფეროვანი პროდუქცია, გაზარდონ წარმოებული თაფლის რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებელი”, – განაცხადეს სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოში. 

პროგრამაში რეგისტრაცია სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე 10 ივლისამდე გაგრძელდება.