წნორში ფესტივალი “შენს მხარეს ვარ” გაიმართა
ფესტივალის ორგანიზატორები იყვნენ ცოდნის კაფე, ,,ხელი ხელს”, ,,სიღნაღის შშმ პირთა მშობელთა კავშირი” და შვეიცარიული ორგანიზაცია ETM. ღონისძიების ორგანიზატორების თქმით, ფესტივალის მიზანი იყო შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიმართ სტერეოტიპების დაძლევა. ,,ფესტივალზე მოწვეულ სტუმრებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ მხიარული დრამერებისა და ანიმატორების მარში, ანსამბლ „ათინათის“ ფლეშმობი, კინოჩვენება, მუსიკალური და კულინარიული ვორქშოფები.
,,ფესტივალის ,,შენ მხარეს ვარ“ ფარგლებში წნორის სკვერთან მდებარე მოედანზე საფეხბურთო ჩემპიონატი გაიმართა, რომელშიც სიღნაღის მუნიციპალიტეტის 13-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ჩემპიონატის გარდამავალი თასი წნორის გუნდმა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილი ჯუგაანის გუნდს ერგო. ფესტივალის სტუმრებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისა და ახალგაზრდების მიერ მომზადებული არაერთი სიურპრიზი, მათ შორის, მუსიკალური ვორქშოფი დახვდათ”, – განუცხადეს knews.ge-ს ღონისძიების ორგანიზატორებმა.
ფესტივალი ჩატარდა პროექტის “ვორქშოფები დედებისთვის და მამებისთვის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებთან ერთად რურალურ დასახლებებში” ფარგლებში.