გურჯაანში, იუსტიციის სახლის წინ, შადრევნის დემონტაჟება იგეგმება
გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილის, სიმონ ქოჩორაშვილის ინფორმაციით, შადრევანი, რომლის მშენებლობაზეც წინა ხელისუფლების დროს 48 ათასი ლარი დაიხარჯა, ქალაქის იერსახეს ამახინჯებს და საავტომობილო მოძრაობას ხელს უშლის. ქოჩორაშვილის განცხადებით, მერია კონკურსს, სავარაუდოდ, ორ კვირაში გამოაცხადებს.
“კონკურსს გამოვაცხადებთ, რომელშიც მონაწილეობას დიზაინერები და ამ საქმის კომპეტენტური ადამიანები მიირებენ. გვინდა, რომ ისეთი შადრევანი აშენდეს, რომელიც მისაღები იქნება და ხედვის არეს არ ჩაკეტავს და გურჯაანის კონცეფციაში ჩაჯდება”, – განაცხადა სიმონ ქოჩორაშვილმა.
ქოჩორაშვილი ვერ აკონკრეტებს, რა თანხა დაიხარჯება ადგილობრივი ბიუჯეტიდან შადრევნის დამონტაჟებისთვის.