სახელმწიფო პროგრამების შესახებ კახეთში საინფორმაციო კამპანია იწყება
პროექტს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატი ახორციელებს. საინფორაციო კამპანია სახელმწიფო პროგრამებისა და სერვისების შესახებ რეგიონის მოსახლეობის მაქსიმალურ ინფორმირებულობას ითვალისწინებს. როგორც knews.ge-ს სახელმწიფო მინისტრის აპარატში განუცხადეს, საინფორმაცოო კამპანიის მიზანია, თითოეულმა მოქალაქემ, მისთვის გასაგებ ენაზე, მიიღოს ინფორმაცია იმ სიკეთეებისა და შესაძლებლობების შესახებ, რომელთაც სახელმწიფო მათ სხვადასხვა მიმართულებით სთავაზობს.
“მოსახლეობას ამომწურავი ინფორმაციის მიღება შეეძლება ჯანდაცვის, სოფლის მეურნეობის, სოციალური თუ ეკონომიკური პროგრამის შესახებ. ქვეყანში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლების ინფორმირებულობისა და ქვეყნის ცხოვრებაში მათი თანაბარი და სრულფასოვანი მნაწილეობის უზრუნველსაყოფად დროში გაწერილი თემატური გეგმაა შემუშავებული. სახელმწიფო ენის არაჯეროვანი ფლობა არის ის მნიშვნელოვანი ბარიერი, რაც სამოქალაქო ინტეგრაციის პროცესს აფერხებს. ამ პირობებში, სახელწიფომ მოქალაქეებს უნდა მიაღწიოს ინფორმაცია მათთვის გასაგებ ენაზე, რაც გათვალისწინებულია კიდეც როგორც სახელმწიფო პოლიტიკაში, ასევე ჩვენ მიერ დაგეგმილ აქტივობებში”, – განაცხადეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში.
აღნიშნული საინფრმაციო კამპანია
კახეთი გარდა, ქვემო ქართლისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებშიც გაიმართება.