გურჯაანში საკვები პროდუქტების საწარმო აშენდება
მთავრობის დადგენილებით ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინიცირებით კომპანიას ქალაქ გურჯაანში, აღმაშენებლის ქუჩაზე მდებარე, 10 ათას კვადრეტულ მეტრამდე არასასოფლო-სამეურნეო მიწა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები სიმბოლურ ფასად – 1 ლარად გადაეცა. როგორც knews.ge-ს ეკონომისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განუცხადეს, კომპანია ვალდებულია, პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ფარგლებში 1 მილიონამდე ინვესტიცია ჩადოს და 2 წელიწადში პროდუქციაც აწარმოოს.
კომპანია 3 თვის წინა დაფუძნდა და საჯარო რეესტრის მიხედვით მისი მფლობელები მიხეილ ქართლელიშვილი და შპს “ჯი ემ ჯი თრეიდი“ არიან.