ახალი ამბები

კახეთში მიწისძვრა მოხდა

სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტრი დედოფლისწყაროს რაიონში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების სიმძლავრემ 5,7 მაგნიტუდა შეადგინა.

,,ძალიან ძლიერი ბიძგები იყო. ახლობლებმა მითხრეს, რომ კახეთის თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში იყო მიწისძვრა”, – აცხადებს knews.ge-სთან თელავში მცხოვრები თემო დემურიშვილი.

Knews.ge-ს ინფორმაციით, ყველაზე ძლიერი ბიძგები დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ საბათლოში დაფიქსირდა. არსებული ინფორმაციით, რეგიონში მიწისძვრას ნგრევა არ მოყოლია.