მხოლოდ ქართულის ფინალისტი ალექსანდრე მრელაშვილი გახდა
მრელაშვილის გარდა, ფინალისტები გახდნენ სოფო ბათილაშვილი, კონსტანტინე კარანაძე და საბა კემულარია. კონკურსი დატოვა ორმა მონაწილემ ოთო კვალიაშვილმა და გოგა გიორგელაშვილმა. მაყურებელს შეეძლო რჩეული მომღერლისთვის კონცერტის განმავლობაში ორჯერ დაერეკა.
„კონკურსანტებმა მკვეთრად განსხვავებული ორ-ორი სიმღერა შეასრულეს. რაც შეეხება ქულებს, ფინალურ ეტაპს მივუახლოვდით და ჩვენი შეხედულებები უფრო და უფრო გამკაცრდა“, – განაცხადა ჟიურის ერთ-ერთმა წევრმა, გიორგი უშიკიშვილმა.
“მხოლოდ ქართული” მუსიკალური მეგა შოუა, რომელიც დამწყებ ან გამოცდილ მომღერლებს შესაძლებლობას აძლევს პირდაპირ ეთერში, მილიონიანი აუდიტორიის წინაშე ქართული სიმღერით წარსდგნენ. პროექტში კონკურსანტები მხოლოდ ქართულ სიმღერებს ასრულებენ. გიორგი უშიკიშვილის ინფორმაციით, პროექტის მიზანი ქართული სიმღერის პოპულარიზაციაა.