ლაგოდეხში ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი 23 ივნისს გაიხსნება
ღონისძიება მეორე წელია, რაც ლაგოდეხში ტარდება. ბლუზის საერთაშორისო ფესტივალი წელსაც „ჩექ ინ ჯორჯიას“ ფარგლებშია დაანონსებული.
18 აგვისტომდე 14 კონცერტია დაგეგმილი. ღონისძიებას ჩიკაგოს ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზვოკალისტი დეიტრა ფარი გახსნის.
18 აგვისტომდე 14 კონცერტია დაგეგმილი. ღონისძიებას ჩიკაგოს ერთ-ერთი საუკეთესო ბლუზვოკალისტი დეიტრა ფარი გახსნის.
ფესტივალში მონაწილეობენ 8 ქვეყნის: საქართველოს, აშშ-ის, საფრანგეთის, ინგლისის, ისრაელის, კანადის, ჰოლანდიისა და რუსეთის წარმომადგენლები.
ბლუზის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, გასული წლის ზაფხულში, ჩატარდა.
ბლუზის პირველი საერთაშორისო ფესტივალი ლაგოდეხის ნაკრძალის მიმდებარედ, გასული წლის ზაფხულში, ჩატარდა.