საქართველოში მოხალისეობის ფორუმი გაიმართება
ფორუმები ერთმანეთთან დააკავშირებს მათ, რომლებიც ეძებენ მოხალისეებს და რომლებსაც სურთ მოხალისეობა. 45 თვის განმავლობაში პროექტი “სამოქალაქო საზოგადოების განვითარების ინციატივა” ითვალისწინებს 110-ზე მეტი აქტივობის განხორციელებას და 80-მდე გრანტის გაცემას. ინიციატივის ღონისძიებებში სამოქალაქო საზოგადოების სულ მცირე 2500 წარმომადგენელი ჩაერთვება მთელი საქართველოს მასშტაბით. პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირისა და გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს მიერ.