ლაგოდეხის მერის სათათბირო ორგანო შშმ პირთა საკითხებზე იმუშავებს
როგორც knews.ge-ს ლაგოდეხის მერმა ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, სათათბირო ორგანოს შემადგენლობაში 17 წევრი შევა, ამ მიმართულებით რეკომენდაციებს მოამზადებს და ერთიან პოლიტიკას შეიმუშავებს.
„მერის სათათბირო ორგანო შესაბამის რეკომენდაციებს მოამზადებს, რომლებიც დაეხმარება მუნიციპალიტეტს გადაწყვეტილებების მიღებაში, რათა გარემო გახდეს უფრო მეტად ადაპტირებული შეძრუდული შესაძლებლობის მოქნი თითოეული პირისათვის. მის შემადგენლობაში კი, დებულების მიხედვით, მერიის სამსახურების წარმომადგენლები, შშმ პირთა უფლებებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციები, სახალხო დამცველის და შშმ პირთა წარმომადგენელი შევლენ“, – განუცხადა knews.ge-ს ჯონდო მდივნიშვილმა.
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მერთან არსებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს დებულება უკვე დაამტკიცა.