დედოფლისწყაროში დამატებით 6 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება
როგორც Knews.ge-ს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერიაში განუცხადეს, აღნიშნული თანხა რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყოფა.
,,საკრებულომ კენჭი უყარა და დაამტკიცა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ საკრებულოს 2017 წლის 19 დეკემბრის N1 დადგენილების ცვლილებები. საქართველოს რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მიმდინარე წელს ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად დამატებით 1, 118 905 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით ჩვენს მუნიციპალიტეტში კიდევ 6 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება. აღნიშნული თანხა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის 2018 წლის ბიუჯეტში დღევანდელ სხდომაზე აისახა. ინფრასტრუქტურული პროექტები დამატებით 348 900 ლარით დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდანაც დაფინანსდება’’,- განუცხადეს Knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერიაში.