კახურმა ღვინომ იტალიის საერთაშორისო გამოფენაში მიიღო მონაწილეობა
საერთაშორისო გამოფენაზე – VINITALY 2018 დამთვალიერებლებს საშუალება ჰქონდათ დაეგემოვნებინათ „მეღვინეობა ხარებას“ რამდენიმე სახეობის, როგორც ქართული ტრადიციული, ასევე ევროპული მეთოდით დაყენებული ღვინო.
“გამოფენაზე დამთვალიერებლებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაემოვნებინათ “მეღვინეობა ხარებას” რამდენიმე სახეობის ღვინო.
VINITALY 2018-ზე მსოფლიოს 150-ზე მეტი ქვეყნის 4000-მდე ღვინის მწარმოებელი კომპანია მონაწილეობდა. გამოფენას ყოველწლიურად 100 000-ზე მეტი დამთვალიერებელი, ღვინის მაგისტრები, ღვინის მწარმოებლები და დისტრიბუტორები ესწრებიან. ღონისძიების პარალელურად იმართება საქმიანი შეხვედრები, მოლაპარაკებები, ღვინის დეგუსტაციები, საინფორმაციო სესიები და კონფერენციები, სადაც გამოფენის მონაწილეებს საშუალება აქვთ, საკუთარი ბიზნესისთვის მიიღონ ინფორმაციები ახალი შესაძლებლობების შესახებ ღვინის ვაჭრობის ინდუსტრიაში”, – განუცხადეს knews.ge-ს კომპანია “მეღვინეობა ხარებაში”.
კომპანიას პირად საკუთრებაში 1500 ჰექტარი მიწა აქვთ, რომელზეც გაშენებულია უნიკალური ქართული და ევროპული ვაზის ჯიშები. ღვინოს აღმოსავლეთში, კერძოდ, კახეთში აწარმოებენ და დასავლეთში – იმერეთში, რაჭასა და ლეჩხუმში.
მეღვინეობა ხარებას გაშენებული აქვს კაბერნეს, შარდონეს, სოვინიონის, მუსკატის, პინოსა და მერლოს ჯიშის ყურძენი.