თელავის ისტორიული მუზეუმი 18 მაისს გაიხსნება
გურამ ურჩუხიშვილის ინფორმაციით, კომპლექსი ტურისტებს 20 მაისიდან უმასპინძლებს.
“ამ ეტაპზე საგამოფენო დარბაზებში ექსპოზიციებს ათავსებენ. მუზეუმი ოფიციალურად 18 მაისისთვის გაიხსნება. კომპლექსის გახსნის საზეიმო ცერემონიას დაესწრებიან როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. 19 მაისს არის “ღამე მუზეუმში”, რომესაც თელავის მუზეუმიც შეუერთდება. 20 მაისიდან კი უკვე სრული დატვირთვით დავიწყებთ მუშაობას და ტურისტებსაც მივიღებთ”, – განაცხადა knews.ge-სთან საუბრისას გურამ ურჩუხიშვილმა.