ახალი ამბები

25 წლის თელაველი ქალის მკვლელობაში ბრალდებულს უვადო პატიმრობა ემუქრება

როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ბრალი გადაკვალიფიცირდა 11 პრიმა 109–ე მუხლად, რომელიც ოჯახში ძალადობის ნიადაგზე ჩადენილ განზრახ მკვლელობას დამამძიმებელ გარემოებაში გულისხმობს. აღნიშნული მუხლით დანაშაული 16–დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს. 
“ბარნოვის ქუჩაზე ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული წარსულშიც იყო დაკავებული. მას პრეზიდენტის შეწყალების საფუძველზე სასჯელი გაუნახევდა და საპატიმრო 2017 წლის 25 მაისს დატოვა. 25 წლის ქალის მკვლელობაში ბრალდებული 2015 წელს დამნაშავედ იყო ცნობილი”, – განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში. 
ახალგაზრდა ქალის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცველებმა შაბათს თელეთში დააკავეს.