ახალი ამბები

ლაგოდეხის საკრებულოში მეხუთე მუდმივმოქმედი კომისია შეიქმნა

კომისიის თავმჯდომარედ დეპუტატებმა საკრებულოს წევრი “ქართული ოცნებიდან” ომარ მირზოშვილი აირჩიეს. როგორც Knews.ge-ს საკრებულოს აპარატის უფროსმა, გიორგი მესხიშვილმა განუცხადა, წარმომადგენლობითი ორგანოს სხდომას 29 დეპუტატი ესწრებოდა, საიდანაც მის კანდიდატურას 16-მა წევრმა დაუჭირა მხარი. 
“საკრებულოში 31 წევრია, საიადანაც სხდომას 29 წევრი ესწრებოდა. 16-მა მათგანმა მხარი დაუჭირა ეკონომიკისა და და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარედ ომარ მირზოშვილის არჩევას. ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით, საკრებულოს კომისიის თავმჯდომარეს ირჩევს წარმომადგენლობითი ორგანოს სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი”, – განუცხადა Knews.ge-ს გიორგი მესხიშვილმა.