ახალი ამბები

მალხაზ მაჩალიკაშვილი – მასობრივი საპროტესტო აქციები გარდაუვალია

როგორც მაჩალიკაშვილმა knews.ge-ს განუცხადა, კანონის წინაშე პასუხი უნდა აგონ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ გომელაურმა, სპეცოპერაციის ხელმძღვანელმა პირებმა და სპეციალური დანიშნულების რაზმის იმ წევრმა, რომელმაც მის შვილს ესროლა. 
„ორშაბათს უნდა ჩავიდე თბილისში, სადაც დავგეგმავთ საპროტესტო აქციებს. ორშაბათს საღამოს იქნება ცნობილი, როდის და რა ფორმით ჩატარდება აქციები. აქციებზე მოვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელის, ვახტან გომელაურის და იმ პირების დასჯას, რომლებმაც დაგეგმეს, ჩაატარეს და განახორციელეს სპეცოპერაცია. ჩვენ, ასევე, მოვითხოვთ, ჩემს შვილს მიენიჭოს დაზარალებულის სტატუსი და აღიარონ მისი უდანაშაულობა. თითქმის მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ ჩემი ბავშვი უდანაშაულოა. ამათ რაღაც გამოუსწორებელი შეცდომა ჩაიდინეს, რომლის აღიარებაც არ უნდათ. არაოფიციალურად აღიარებენ შეცდომას, მაგრამ ამას საჯაროდ არ აღიარებენ“, – განუცხადა knews.ge-ს მალხაზ მაჩალიკაშვილმა. 
2017 წლის 26 დეკემბერს, სუს-მა პანკისის ხეობაში სპეცოპერაცია ჩაატარა, რომლის დროსაც 19 წლის თემირლან მაჩალიკაშვილი თავის არეში დაიჭრა. მას ორი კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ. თემირლანი წმ. მიქალ მთავარანგელოზის სახელობის საავადმყოფოში 2018 წლის 10 იანვარს, გამთენიისას გარდაიცვალა.