მმართველი პარტიის დედოფლისწყაროს ორგანიზაციის ხელმძღვანელი ნიკოლოზ ჯანიაშვილი გახდა
დელეგატებმა პარტიის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარედ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი აირჩიეს. როგორც knews.ge-ს ნიკოლოზ ჯანიაშვილმა განუცხადა, დედოფლისწყაროში პარტიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება იქნება მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და ახალგაზრდების გააქტიურება.
კონფერენციაზე, ასევე, დაამტკიცეს ორგანიზაციის ბიუროს შემადგენლობა და რესპუბლიკური ყრილობის დელეგატები. დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის რეგიონალურ კონფერენციას კახეთის გუბერნატორი ირაკლი ქადაგიშვილი, სიღნაღი-დედოფლისწყაროს მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი, პარლამენტის წევრები დიმიტრი სამხარაძე და გია ბენაშვილი ესწრებოდნენ.