ახალი ამბები

პრემიერი – ჭერემში მცხოვრებ 50 ოჯახს ელექტროენერგია პირველად მიეწოდება

 გიორგი კვირიკაშვილის ინფორმაციით, ამ ეტაპზე რეგიონის მასშტაბით შენდება 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 67 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო ინვესტიცია 88 მილიონ დოლარს აღწევს.
„პროექტის „სინათლე ყველა სოფელს“ ფარგლებში ელექტროენერგიის მიწოდების ქსელში ჩაერთო გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელი ჭერემი და აქ მცხოვრებ 50 ოჯახს მრავალი წლის შემდეგ პირველად მიეწოდა ელექტროენერგია. რეგიონის მასშტაბით ექსპლუატაციაში შევიდა 5 ჰიდროელექტროსადგური – შილდაჰესი, ალაზანი-2 ჰესი, ახმეტაჰესი, ფშაველაჰესი, შილდა-1 ჰესი; მშენებლობის ეტაპზეა 7 ჰიდროელექტროსადგური, რომელთა ჯამური სიმძლავრე დაახლოებით 67 მგვტ-ია, ხოლო სავარაუდო ინვესტიცია – 88 მილიონ აშშ დოლარს აღწევს“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
გუშინ მთავრობის მეთაური თელავში იმყოფებოდა. გიორგი კვირიკაშვილმა პარტიის საოლქო ორგანიზაციის კონფერენციაზე შეკრებილ მოქალაქეებს ინფორმაცია მიაწოდა იმ პროექტების შესახებ, რომლებიც კახეთის რეგიონში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.

ტელეკომპანია “გურჯაანის” ფოტო