ევროკავშირი საქართველო-აზერბაიჯანის სასაზღვრო რეგიონების თანამშრომლობას შეუწყობს ხელს
6 ტრანსასაზღვრო პროექტის განსახორციელებლად, საიდანაც 1 თელავში და 1 ლაგოდეხში განხორციელდება, ევროკავშირმა 1.35 მილიონი ევრო გამოყო. საქართველოში ევროკავშირის დელეგაციის წარმომადგენელი დომინიკ პაპენჰაიმი აცხადებს, რომ პროექტების მიზანია ტრანსსასაზღვრო თანამშრომლობის გასაძლიერებლად ადგილობრივი თემების ცხოვრების დონის გაუმჯობესება, გარემოსდაცვითი პრობლემების მოგვარება, ახალგაზრდების დასაქმება და ტურიზმის განვითარება.
“ახალი პროექტების განხორციელების დაწყებით ევროკავშირს შემოაქვს უკვე გამოცდილი წარტმატებული თანამშრომლობის მოდელი საქართვველოს-აზერბაიჯანის მოსაზღვრე ტერიტორიებზე. შერჩეული ინიციატივები ეხმიანება ევროკავშირის ინტეგრაციის ძირეულ იდეას: სხვადასხვა ქვეყნის ხალხების დაახლოება კონკრეტული საერთო მიზნისთვის სწრაფვა ყოველდღიური ცხოვრების გასაუმჯობესებლად“, – განუცხადა knews.ge-ს დომინიკ პაპენჰაიმ.
EaPTC მმართველი ჯგუფის და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) ხელმძღვანელი, ნატალია ალხაზიშვილი მიუთითებს, რომ ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელება ხელს შეუწყობს რეგიონების გაძლიერებას.
„ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ტრანსსასაზღვრო პროექტების განხორციელება დაიწყო. ვიმედოვნებთ, რომ ეს პროცესები დაეხმარება კეთილმეზობლური კონტაქტების გაფართოებას და გაძლიერებას აზერბაიჯანის და საქართველოს მოსაზღვრე რეგიონებს შორის, რაც თავის მხრივ მათი სოციალური და ეკონომიკური განვითარების საწინდარია“, – განუცხადა knews.ge-ს ნატალია ალხაზიშვილმა.
საქართვველოს და აზერბაიჯანის ადგილობრივი თემები ერთობლივად პირველად მუშაობენ საერთო პრობლემების მოგვარებისთვის. მესამე სექტორში ამბობენ, რომ ორივე ქვეყნიდან პროექტში ჩართული გუნდები შეიძენენ უნიკალურ გამოცდილებას და მაგალითს მისცემენ სხვა თემებს და მუნიციპალიტეტებს, ჩაერთონ მსგავს კოოპერაციაში საზღვრის ორივე მხარეს მცხოვრები ადამიანების კეთილდღეობისათვის.
აღნიშნული პროგრამის ფარგლებში ახალგაზრდების დასაქმებისა და მათთვის უნარჩვევების გაუმჯობესების მიმართულებით პროექტს თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულო აზერბაიჯანის ქალაქ შეკთან ერთად განახორციელებს. პროექტის განსახორციელებლად გათვალისწინებულია 243 000 ევრო, რომელიც 3 ორგანიზაციაზე გადანაწილდება. პროექტის ხელმძღვანელის, გელა აზიკურის ინფორმაციით, 89 000 ევროს განკარგავს აზერბაიჯანული ორგანიზაცია, 73 000 ევრო გამოყოფილია არასამთავრობო ორგანიზაცია ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემიისთვის“ , ხოლო 78 000 ევრო განსაზღვრულია თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთვის.
,,აღნიშნული პროექტი მოიცავს კახეთის რეგიონის და აზერბაიჯანის ქალაქ შეკის როგორც სასაზღვრო რეგიონების დაახლოებას. ჩვენ მიერ დამუშავებული პროექტი მოიწონა ექპერტთა საბჭომ. პროექტი ,,დასაქმების უნარების განვითარება“ შეკისა და თელავის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდებისთვის ითვალისწინებს მუშევრობის დონის შემცირებას. იგი ძირითადად მოიცავს სწავლებას და იმ უნარების განვითარებას, რომელიც საჭიროა ახალგაზრდებისთვის პოტენციურ დამსაქმებელთან ურთიერთობისას. პროექტს განახორციელებს და ძირითადი აპლიკანტი არის თელავის მერია და საკრებულო, რომელსაც მე წარმოვადგენ და ასევე ჩართულია ორგანიზაცია ,,მშვიდობისა და განვითარების აკადემია“ და აზერბაიჯანის ქალაქ შეკში დარეგისტრირებული ორგანიზაცია „ბალანსი“, რომელსაც აქვს ახალგაზრდებთან მუშაობის დიდი გამოცდილება. ვფიქრობ, ეს მნიშვნელოვანი პროექტია და მას წარმატებით განვახორციელებთ’’,- განუცხადა Knews.ge-ს გელა აზიკურმა.
აღმოსავლეთის ტერიტორიული პარტნიორობის მხარდაჭერის პროგრამის მიზანია შექმნას ხელშემწყობი გარემო მოლდოვა-უკრაინას, სომხეთი-საქართველოს, აზერბაიჯანი-საქართველოს და ბელორუსი-უკრაინას სასაზღვრო რეგიონების შორის მათი სპეციფიკის გათვალისწინებით. პროგრამის ამოცანაა, გააძლიეროს ადგილობრივი და რეგიონული სახეწლმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციები და ხელი შეუწყოს მათ ტრანსსასაზღვრო კოოპერატიული პროექტების განხორციელებაში. ევროკავშირის საერთო ინვესტიციამ ამ პროგრამაში 12,5 მილიონი ევრო შეადგინა. აღმოსავლეთის პარტნიორობა არის ევროკავშირის ინიციატივა, რომელიც მართავს ამ პროგრამას აღმოსავლეთ ევროპის და სამხრეთ კავკასიის ექვს ქვეყანაში: სომხეთში, აზერბაიჯანში, ბელორუსში, საქართველოშ, მოლდოვასა და უკრაინაში.