ირალი შიოლაშვილი – სავალდებულო გენდერულ კვოტირებას კატეგორიულად ვეწინააღმდეგები
ირაკლი შიოლაშვილის აზრით, საარჩევნო სიის ფორმირების დროს არ უნდა გათვალისწინებული გენდერული ფაქტორი. კანონმდებელი ფიქრობს, რომ ეს ინიციატივა ქალებისთვის შეურაცხმყოფელია.
„არ შეიძლება კანონში ჩავდოთ ნორმა, რომ რადგან ქალბატონია, უნდა მოხვდეს პარლამენტში. ჩემი აზრით, ეს ქალბატონებისთვის შეურაცხმყოფელიც არის. დროებითი ნორმაც რომ იყოს, ადამიანი პარლამენტის წევრი უნდა ხდებოდეს გაკეთებული საქმით, რა შემოქმედებით საქმიანობას ეწეოდა რაიონისთვის და ქვეყნისთვის. პარლამენტში ჩვენ გვყვავს ქალბატონები, მათ შორის მაჟორიტარული წესით არჩეულები. ისინი მოსახლეობამ აირჩია თავიანთი საქმით, რაც მათ გააკეთეს თავიანთი რაიონისთვის. ადამიანების ხელოვნურად მოხვრედრა პარლამენტში ჩემთვის არის კატეგორიულად მიუღებელი“, – აღნიშნა შიოლაშვილმა.
საკითხთან დაკავშირებით მმართველ გუნდში ერთიანი პოზიცია არ არსებობს.
2017 წლის 12 ივნისს, 37 455-მა ამომრჩეველმა საქართველოს პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივით მიმართა, რომელიც საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე, პარტიებსა და ბლოკებს დაავალდებულებს, რომ პარტიული სიებში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. კანონპროექტის მიხედვით, პარლამენტის ან საკრებულოს პროპორციული წესით არჩეული წევრისთვის სადეპუტატო მანდატის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, მის ადგილს დაიკავებს სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის წარმომადგენელი.