თელავში სასტუმროების თანამშრომლებმა მარკეტინგულ საკითხებზე გადამზადება გაიარეს
უწყების ინფორმაციით, „მარკეტინგისა და გაყიდვების “ შემსწავლელი კურსი თელავში მდებარე განთავსების ობიექტების მომსახურე პერსონალს ჩაუტარდა.
„ტრენინგი სასტუმროების თანამშრომლებმა გაიარეს.სწავლება შემდეგ თემატიკას მოიცავდა: მარკეტინგის როლი სასტუმროს ბიზნესში, ინტერნეტ მარკეტინგი ( Booking.com, facebook, Airbnbდა სხვა) ბაზრის კვლევა და კონკრეტული გარემო, სასტუმროს მარკეტინგული გეგმის და ბიუჯეტის შემუშავება. შიდა მარკეტინგი და ა. შ. მომსახურეობის ხარისხის გაუმჯობესების მიზნით გასულ წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით 1300-ზე მეტი ადამიანი გადამზადდა. ტრენინგები მომავალშიც გაგრძელდება“, – განუცხადეს Knews.ge-ს ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციაში.
ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ცნობით, კახეთში განთავსების 183 ადგილია, რომელშიც საწოლი ადგილების რაოდენობა 3 614, ხოლო ოთახების რაოდენობა 1 516-ია. უწყების ინფორმაციით, რეგიონში არსებულ სასტუმროებში 709 განთავსების და 41 577 საწოლი ადგილია, საოჯახო სასტუმროებში კი 699 განთავსების და 11 399 – საწოლი ადგილი.