გიორგი სამანიშვილი – საფერავი ყველაზე პოპულარული საექსპორტო ღვინოა
გიორგი სამანიშვილის ინფორმაციით, 2017 წელს ქართული ღვინი ექსპორტი გაზრდილია ევროკავშირის ქვეყნებში. პოლონეთში 1 600 302 ბოთლი ღვინო გაიყიდა ,რომელიც ქართული ღვინის სტაბილურ, მზარდ ბაზარს წარმოადგენს, ლიტვაში ექსპორტზე 658 666 ბოთლი ღვინო გავიდა ექსპორტზე, ესტონეთში 506 124 ბოთლი, ნიდერლანდებში – 51 432 ბოთლი, საფრანგეთში – 37 956 ბოთლი, დანიაში – 34 840 ბოთლი და სხვა
“საფერავია ისევ ყველაზე პოპულარული და ის არის ლიდერი ქართული ღვინის გაყიდვებში, თუმცა ზოგადად ქართული ღვინის მარკეტინგის დროს ვიყენებთ იმ სიმდიდრეს, რაც აქვს საქართველოს. აქ უმთავრესია ქართული ღვინის ჯიშების სიმდიდრე. ახალ ბაზრებზე ყველა იმპორტიორი მუშაობს იმაზე, რომ ჰქონდეს მრავალფეროვანი არჩევანი, არ ჰქონდეს მხოლოდ საფერავი, რქაწითელი, მწვანე და ქისი, რომელიც ეხლა ემატება, უფრო და უფრო პოპულარული ხდება დასავლური ჯიშები: ოცხანურის საფერე და სხვა, და დღითი-დღე მეტი მოთხოვნაა ამაზე, თუმცა, ჯერ ამ ჯიშის ღვინოებს ექსპორტზე დიდ რაოდენობით ვერ გავიტანთ, რადგან ვენახები, სადაც იშვიათი ჯიშის ყურძენი მოდის, საქართველოში არ არის ბევრი”, – განაცხადა გიორგი სამანიშვილმა