The Guardian – თუშეთი არის ფიჭვით დაფარული მთების სამოთხე
სტატიის ავტორი აღნიშნავს, რომ თუშეთში, საქართველოს ულამაზეს რეგიონში მოგზაურობისას მან სოფლის ცხოვრების წესი და უდიდესი პერსპექტივები ნახა. ელის ქეარნსი ყვება, რომ თუშეთამდე მიღწევა რთულია. მგზავრობა კი ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო ხანგრძლივი და სერპანტინებით დატვირთულია.
,,მისასვლელი გზა იმდენად ციცაბოა, რომ, თელავიდან 68 კილომეტრიანი მანძილის მიუხედავად, მგზავრობას ხუთ საათზე მეტი დრო სჭირდება, თუმცა ელისი აღნიშნავს, რომ ჩეჩნეთსა და დაღესტანთან მოსაზღვრე რეგიონი ამად ღირს. ეს არის ფიჭვით დაფარული მთების სამოთხე, ღრმა ხეობებითა და მისტიური კოშკებით. აქ მცირე ხნით ყოფნის პერიოდში, დრო გაჩერდა”, – წერს ქეარნსი.
სტატიის ავტორი ყვება, რომ ზამთრის ნაადრევად დადგომის გამო, რომელიც ოქტომბრიდან მაისამდე გრძელდება, თუშეთში მისასვლელი ერთადერთი გზა მთელი რვა თვით იკეტება, რის გამოც მთიან რეგიონს მაცხოვრებელთა უმეტესობა ტოვებს.
ელისი აღნიშნავს, რომ სიამოვნებით დაბრუნდება იმ სოფლების სანახავად, რომელთა მონახულებაც ლაშქრობისას ვერ შეძლო.