თელავში საქართველოს უნივერსიტეტის რეგიონული ოფისი გაიხსნება
როგორც knews.ge-ს საქართველოს უნივერსიტეტში განუცხადეს, ოფისის გახსნის შემდეგ ადგილზე მცხოვრებ მოსწავლეებს და მასწავლებლებს საშუალება ექნებათ ისარგებლონ სხვადასხვა სახის სერვისით.
“საქართველოს უნივერსიტეტი თელავში რეგიონულ ოფისს ხსნის. მასწავლებლებისათვის და მოსწავლეებისათვის ჩატარდება იმიტირებული გამოცდები, ტრენინგები, საჯარო ლექციები, ოლიმპიადები, ღია კარის დღეები, მასტერკლასები და სხვა”, – განაცხადეს საქართველოს უნივერსიტეტში.
რეგიონული ოფისი 6 თებერვალს, 14:00 საათზე, სააკაძის მოედანზე გაიხსნება.
საქართველოს უნივერსიტეტი რეგიონულ ოფისებს, ქვეყნის მასშტაბით, კიდევ 6 მუნიციპალიტეტში გახსნის.