ახალი ამბები

სოფელ კართუბანში რეაბილიტირებული საბავშვო ბაღი გაიხსნა

როგორც knews.ge–ს ლაგოდეხის მერმა, ჯონდო მდივნიშვილმა განუცხადა, საბავშვო ბაღის შენობის ძირითადი ნაწილი წლების განმავლობაში ამორტიზებული იყო და აღსაზრდელებს მოუწესრიგებელ გარემოში უწევდათ სკოლამდელი განათლების მიღება. მისივე ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში ბაღის შენობაში ჩატარდა სარემონტო სამუშაოები, შეიცვალა შენობის სახურავი, დამონტაჟდა ცენტრალური გათბობა.
“დასრულდა სოფელ კართუბნის საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოები. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ გარემონტებული საბავსვო ბაღს ახალ ინვენტარს გადავცემთ, რათა აღსაზრდელებმა უფრო კომფორტულ გარემოში მიიღონ სკოლამდელი განათლება”, – განუცხადა knews.ge–ს ჯონდო მდივნიშვილმა.