რუისპირში ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა
თვითმხილველების ინფორმაციით, “ოპელისა” და “ტოიოტას” მარკის ავტომანქანები ერთმანეთს შეჯახნენ, რომლებიც საპირისპიროდ მოძრაობდნენ. ავარიის შედეგად ორი ადამიანი მძიმედ დაშავდა. სასწრაფო დახმარების ბრიგადამ დაშავებულები თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყავნა.
“პაციენტებს მრავლობითი დაზიანებები აღენიშნებათ. მათ შესაბამისი მკურნალობა უტარდებათ. დაშავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება”, – განუცხადეს knews.ge-ს თელავის რეფერალურ საავადმყოფოში.
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება დაიწყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რომელმაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.