სტატიები

1. პური შესაძლოა გაძვირდეს

,,ტარიფიდან გამომდინარე პროდუქციის თვითღირებულება ანგარიშდება და ეს პროცესი მეწარმისთვის ადვილი არ არის. თუ მეწარმეს პროდუქციის თვითღირებულება გაეზარდა, ორი გზა რჩება – ან პროდუქციის ფასი გაზარდოს, ან წონაში შეამციროს,“ – აღნიშნავს დოლიძე. 

პურის გაძვირებას პროგნოზირებს მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი. ლევან სილაგავა აღმიშნავს, რომ წყლისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა ფქვილის გაძვირებასაც გამოიწვევს, რომელსაც პურზე ფასის ზრდა მოჰყვება.

“ელექტროენერგიისა და წყლის ტარიფები ფქვილის ფასზე მოქმედებს. წინასწარი დათვლებით, ფასი 1 ტომარაზე დაახლოებით 20-50 თეთრის ფარგლებში გაიზრდება”, – აღნიშნავს Knews.ge-სთან საუბრისას ლევან სილაგავა.

თელავში, თონის მეპატრონეები პირად საუბარში აცხადებენ, რომ ახლო მომავალში შესაძლოა, პურის ღირებულებამ 70 თეთრს მიაღწიოს.

,,ყველაზე მძიმე ტვირთად ბუნებრივი აირის გაძვირება ქართული პურის თონეებს დააწვება. შესაბამისად, მაღაზიაშიც ხომ აიწევს ფასი პურზე”, – აცხადებს სასურსათო მაღაზიის გამყიდველი ციცო მეგრელიშვილი.

პარალელურად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ პურის ხარისხზე კონტროლი გაამკაცრა. ხორბლის ფქვილის ტექნიკური რეგლამენტი ძალაში უკვე შევიდა. სააგენტოს უფროსის მოადგილის, კახა სოხაძის ინფორმაციით, ყველა მწარმოებელი ვალდებულია, მომხმარებელს მიაწოდოს ინფორმაცია, თუ რას შეიცავს ესა თუ ის პროდუქტი. 

,,შეფუთულ პურს ქართულ ენაზე სპეციალური ეტიკეტი დაეტანება. თუ პური შეფუთული არ არის, უნდა ახლდეს შესაბამისი ინფორმაცია, რომელიც მომხმარებელს მისცემს საშუალებას, ქონდეს წარმოდგენა რა პროდუქტს ყიდულობს,” – განუცხადა knews.ge-ს კახა სოხაძემ.