ოჯახში ძალადობის ბრალდებით ყვარელში ერთი პირი დააკავეს
როგორც knews.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, დანაშაული ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
,,გამოძიების ინფორმაციით, ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ მთისძირში მცხოვრები, 27 წლის ა.ფ. სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას მეუღლეს – 1998 წელს დაბადებულ ნ.ვ.-ს. ასევე, დადგინდა, რომ ბრალდებულმა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მეუღლის მამასაც – 1964 წელს დაბადებულ ი.ვ.-ს”,– განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.
უწყების ინფორმაციით, გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე პრიმა მუხლით, რომელიც ოჯახში ძალადობის ფაქტს გულისხმობს.