ლოპოტას სასტუმრო კომპლექსს 100 ოთახი დაემატება
ფონდმა ხელი მოაწერა შპს „ლოპოტა ინვესტმენტთან” პარტნიორთა შეთანხმებას, რომელიცლოპოტას ტბაზე არსებული სასტუმროს გაფართოებას ითვალისწინებს. ლოპოტას სასტუმრო კომპლექსს 2018 წელს 100 ოთახი დაემატება.
სამშენებლო სამუშაოებს სამშენებლო კომპანია “CIC Group” განახორციელებს. კომპანიის ხელმძღვანელის, სულხან გოგიბერიძის ინფორმაციით, პროექტი დამუშავების პროცესშია.
,,კომპანია სამშენებლო-მოსამზადებელ სამუშაოებს რამდენიმე დღეში დაიწყებს და, სავარაუდოდ, 13 თვეში დაასრულებს. „ლოპოტა რიზორტს” სამი სასტუმრო კომპლექსი 100 ნომრით, ორი რესტორანი და აუზი დაემატება”, – განაცხადა სულხან გოგიბერიძემ.
Lopota Lake Resort & Spa 2008 წელს გაიხსნა და აერთიანებს სასტუმროს, სპას, 3 რესტორანს, 2 ბარს, 3 საკონფერენციო დარბაზს, 4 საცურაო აუზს, ჯაკუზს, მინი გოლფის მოედანს, ჩოგბურთის კორტებს, ღვინის მარანს, თავლას, კალათბურთისა და ფრენბურთის მოედნებს.