ტყუპების ღვინის სახლმა ახალი ღვინო ჩამოასხა
მეღვინე გია გამტკიცულაშვილის განცხადებით, ტყუპმა ძმებმა 20 წლის წინ ღვინის წარმოება წინაპრებისგან ნასწავლი მეთოდით დაიწყეს.
,,ქვევრში ღვინის დამზადება მამამ გვასწავლა, მას – თავისმა წინაპრებმა. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ღვინისთვის კომერციული დატვირთვა მიგვეცა. ბოთლში ჩამოვასხით, ეტიკეტი გავუკეთეთ და საქართველოს შიდა ბაზარზე გაყიდვა დავიწყეთ. ღვინომ მომხმარებელში თავიდანვე დიდი მოწონება დაიმსახურა. ჩვენი ყოველდღიური შრომა ქვევრებთან, ოჯახური ტრადიციები, მხოლოდ ნაფარეულის მიკროზონაში შერჩევით მოკრეფილი მაღალხარისხიანი ყურძენი, მეცნიერული კვლევები ქვევრსა და ღვინოზე გვაძლევს საშუალებას, დავამზადოთ მაღალი ხარისხის ქვევრის ღვინო და ქვევრის ღვინის წარმოებაში ლიდერები ვიყოთ,” – განუცხადა knews.ge-ს გია გამტკიცულაშვილმა.
ღვინო ექსპორტზე გადის და იყიდება იაპონიაში, ჩინეთში, რუსეთში, ლიტვაში, გერმანიასა და დიდ ბრიტანეთში.