ნინოწმინდაში 70 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი გაიხსნა
საგარეჯოს მერის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ახალი ბაღით 70-მდე აღსაზრდელი ისარგებლებს.
გიორგი ერბოწონაშვილის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის საჭირო თანხა 227 580 ლარი საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.
,,სოფელ ნინოწმინდის საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო და საჭირო ინვენტარით აღიჭურვა. დაწესებულებაში მოქმედებს ოთხი ჯგუფი, რომელთა მომსახურებით 70 აღსაზრდელი სარგებლობს, თუმცა ვვარაუდობთ, რომ ახალგარემონტებულ საბავშვო ბაღი ბავშვთა რაოდენობა მოიმატებს. სააღმზრდელო დაწესებულების სრული რეაბილიტაციის ღირებულებამ, რომელიც საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, 227 580 ლარი შეადგინა. აღნიშნულ საბავშვო ბაღში 38 წლის განმავლობაში არანაირი ინფრასტრუქტურული სამუშაოები არ ჩატარებულა”,- განაცხადა გიორგი ერბოწონაშვილმა.