ახალი ამბები

დედოფლისწყაროს ორი სოფლის მოსახლეობა მიწების რეგისტრაციას უფასოდ შეძლებს

მიწების სისტემური რეგისტრაცია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსა და მსოფლიო ბანკის საპილოტე პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს. პროექტი 4 დეკემბერს დაიწყება. 
,,პროექტი ორ სოფელში-არხილოსკალოსა და არბოშიკში განხორციელდება. პროექტის ფარგლებში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო საკარმიდამო და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების რეგისტრაციისთვის საჭირო ყველა პროცედურას ადგილობრივი ხელისუფლების დახმარებით, მოქალაქის ნაცვლად, უფასოდ შეასრულებს. საპილოტე პროექტი წინასწარ შერჩეულ გეოგრაფიულ არეალებში, კონკრეტულად კი საქართველოს 12 დასახლებაში განხორციელდება და სამ თვეში დასრულდება. ვფიქრობთ, ეს გარკვეული სახის დახმარება იქნება დედოფლისწყაროელებისთვის”, – განუცხადეს knews.ge-ს დედოფლისწყაროს მერიაში.