თელავის თვითმმართველი თემის მერის არჩევნებში ოცნების კანდიდატი ლიდერობს
ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი მონაცემებით, ხმები ასე გადანაწილდა: „ქართული ოცნების“ კანდიდატი შოთა ნარეკლიშვილი 54,78%, გიორგი ბოტკოველი „ნაციონალური მოძრაობიდან “ 27,71%, ლელა მენთეშაშვილი „ევროპული საქართველოს“ მერის კანდიდატი 7,69%.
ამ დროისათვის დათვლილი მონაცემებით, ხმათა თითქმის თანაბარი, 4%-მდე რაოდენობა აქვთ „ლეიბორისტული პარტიის“ კანდიდატს ნიკოლოზ ვარდოშვილს და „შენების მოძრაობიდან“ გელა გელაშვილს.
დანარჩენმა კანდიდატებმა ხმათა მინიმალური რაოდენობა მოიპოვეს.