არჩევნები

ლაფანყურის უბანზე მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი მოიპარეს

 როგორც knews.ge-ს საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ, გიორგი კალმახელიძემ განუცხადა, საუბნო კომისიას აქვს შემაჯამებელი ოქმის ასლი და ამ უბანზე მერის არჩევნების გაბათილების საფრთხე არ არსებობს.
“სამწუხაროდ მერის შემაჯამებელი ოქმი ლაფანყურის საარჩევნო უბნიდან მოიპარეს. საბედნიეროდ საუბნო საარჩევნო კომისიას ჰქონდა შემაჯამებელი ოქმის ასლი. კომისიის წევრები შემაჯამებელ ოქმის შეადგენენ, ბეჭედს დაარტყამენ და ხელს მოაწერენ. ოქმს ექნება იგივე იურიდიული ძალა, რაც აქვს დედანს”, – განუცხადა knews.ge-ს გიორგი კალმახელიძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე უცნობია ლაფანყურის საარჩევნო უბნაზე ვინ მოიპარა მერის არჩევნების შემაჯამებელი ოქმი.