12 საათის მონაცემებით კახეთში საარჩევნო პროცესი მშვიდია
არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ამ დროისთვის რეგიონში მნიშვნელოვანი დარღვევები არ ყოფილა.
იგივეს ადასტურებს თელავის საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეც. მისი ინფორმაციით, უწყებაში ჯერჯერობით არცერთი საჩივარი არ შესულა.
,,თელავში არის 54 საარჩევნო უბანი, აქედან 16 მდებარეობს ქალაქ თელავში. მინდა გითხრათ, რომ ამ დროისთვის დარღვევები არ გვაქვს”, – აღნიშნავს knews.ge-სთან გიორგი კალმახელიძე.