დავით გარეჯის უდაბნოში, სავარაუდოდ, გადამალული განძი აღმოაჩინეს
ამ ინფორმაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ნოდარ ბახტაძე სოციალურ ქსელში ავრცელებს.
,,საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჯგუფმა, დავით გარეჯის უდაბნოში, წმ. დავითის ლავრაში მიმდინარე წინასარეაბილიტაციო არქეოლოგიური სამუშაოებისას, შუა საუკუნეების სპილენძის უნიკალური სამონასტრო ჭურჭლის და შანდლების კოლექციას მიაკვლია. სავარაუდოდ, სატრაპეზოს კუთვნილი ეს განძი, მე-17 საუკუნის დასაწყისში, მონასტრის საძმოს წევრებმა საქართველოს ამ მხარეში ირანელი დამპყრობლების ლაშქრობის დროს გადამალეს”, – წერს ნოდარ ბახტაძე.
ამ დროისათვის დავით გარეჯის უდაბნოში აღმოჩენილ არტეფაქტებს იკვლევენ.