ახალი ამბები

თელავში ლუდის ფესტივალი გაიმართება

ღონისძიების ორგანიზატორის, სანდრო ჭუაძის განცხადებით, ფესიტვასლზე სხვადასხვა სახის აქტივობაა დაგეგმილი. 
,,23 და 24 სექტემბერს გელოდებით თელავში, OKTOBERFEST–ზე, სადაც დაგხვდებათ 4 სახის უგემრიელესი ჩამოსასხმელი ლუდი.
OKTOBERFEST–ის სტუმრებს მოემსახურებიან უნიფორმაში გამოწყობილი გოგონები.
ფესტივალზე იქნება FLIPCUP შეჯიბრი (პინგპონგის მაგიდურთ), ლუდთან დაკავშირებული სხვადასხვა ვიქტორინა და თამაში”, – განუცხადა knews.ge-ს სანდრო ჭუაძემ.
შაბათს ღონისძიება 16:00 საათზე დაიწყება, კვირას კი 12:00 საათზე.