ლაგოდეხში ბიზნეს გეგმების კონკურსი გამოცხადდა
პროექტის მენჯერის, ჯუბა მარუაშვილის ინფორმაციით, განაცხადის შეტანა შეუძლიათ მხოლოდ პროექტის ბენეფიციარებს, პროექტის მიერ დაფინანსებულ სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს.
,,კონკურსის მიზანია პროექტის ბენეფიციარი კოოპერატივების დახმარება ქვემოთ ჩამოთვლილი აქტივობების განსახორციელებლად: ღირებულებათა ჯაჭვის გაძლიერება, დამატებითი ღირებულების შექმნით, რომელიც შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობის განხორციელებითაც. პროექტი, ასევე, ითვალისწინებს საწარმოო პროცესში ინოვაციების დანერგვას, რომელიც შეიძლება გულისხმობდეს ბიო წარმოებასაც, დივერსიფიცირებული ბიზნესების, მათ შორის აგრო და ეკოტურიზმის განვითარებას; არსებული საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებას. ეს შეიძლება გულისხმობდეს საბრუნავი კაპიტალის დაფინანსებასაც”, – განუცხადა knews.ge-ს ჯუბა მარუაშვილმა.
მისივე განცხადებით, მოთხოვნილი საგრანტო თანადაფინანსების ოდენობა შეადგენს 8,000-15,000 ევროს ექვივალენტი ლარში. ერთობლივ განმცხადებელს, რომელშიც გაერთიანებული იქნება სამი ან მეტი კოოპერატივი (აუცილებელია ყველა მათგანი იყოს პროექტის ბენეფიციარი), შეუძლია მოითხოვოს მაქსიმუმ 40,000 ევრო.
დამატებითი ინფორმაციითვის იხილეთ ბმული.