სოფელ რუისპირში ავტომობილი დაიწვა
შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა სავალი გზის ნაწილიდან გადავიდა და ხევში გადავარდა.
მედიკოსების განცხადებით, მძღოლის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები იყვნენ სამართალდამცავები. პოლიციამ ავტომობილის მძღოლი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესაბამისი მუხლით დააჯარიმა.