ახალი ამბები

კახეთის მერების კანდიდატებად ოცნებამ ქალი არ შეარჩია

 „ქართული ოცმენა“ ერთადერთი არ არის, რომელიც ქალი კანდიდატების კენჭისყრაზე დაყენებას ერიდება. 

პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ რჩეული კანდიდატები არიან: 

გურჯაანში – არჩილ ხანდამაშვილი, თელავში – შოთა ნარეკლიშვილი, დედოფლისწყაროში მერობის კანდიდატი ნიკოლოზ ჯანიაშვილი იქნება, საგარეჯოში – გიორგი ერბოწონაშვილი, ახმეტაში – იოსებ ქარუმაშვილი, ლაგოდეხში – ჯონდო მდივნიშვილი, ყვარელში – როსტომ სესიაშვილი, სიღნაღში – გიორგი გოგილაშვილი იქნება.

მთავრობის მეთაურმა „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატებს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. 

„ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, რეგიონული შეხვედრები და მერობის კანდიდატების წარდგენა უკვე დაიწყო.შეხვედრები საქართველოს  მასშტაბით, ყველა რეგიონში გაიმართება.