წინანდალში სასტუმრო „რედისონის” მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
პროექტს საპარტნიორო ფონდი სწორედ ამერიკულ კორპორაციასთან ერთად ახორციელებს. როგორც knews.ge-ს საპარტნიორო ფონდში განუცხადეს, ოთხსართულიანი, 120 ნომერზე გათვლილი 5 ვარსკვლავიანი პირველი ბრენდირებული სასტუმრო საერთაშორისო სტანდარტების არქიტექტურული ნაგებობა იქნება.
“ამჟამად მიმდინარეობს 120 ნომრიანი სასტუმროს მშენებლობა, რომელიც წლის ბოლოს დასრულდება. სასტუმრო კომპლექსში იქნება საკონფერენციო და ღონისძიებათა დარბაზები, ღია და დახურული კაფე-რესტორნები, სპა-აუზი და ფიტნეს კლუბი განთავსდება”, – განუცხადეს knews.ge-ს საპარტნიორო ფონდში.
პროექტის საინვესტიციო მოცულობა 30 მლნ-ია. სოფელ წინანდალში ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „რედისონის“ მშენებლობა 2012 წლიდან დაიწყო.