წინანდლის ფესტივალისთვის მზადება იწყება
მისი თქმით, საერთაშორისო დონის მაღალი ხარისხის კლასიკური მუსიკის ფესტივალისთვის მზადება იწყება.
,,ფესტივალი 2019 წლიდან ყოველწლიურად, აგვისტო-სექტემბერში ჩატარდება. წინანდლის ფესტივალს, რომელსაც სახელმწიფო კერძო სექტორთან ერთად აფინანსებს, უმაღლესი დონის არტისტების შესრულებასთან ერთად, განათლების კომპონენტიც ექნება. პროექტი „სილქ როდ ჯგუფთან“ ერთად ხორციელდება, თანადაფინანსებას კი ტურიზმის ადმინისტრაცია ახორციელებს. მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ორგანიზებაში ჩართულნი არიან პროფესიონალები ევროპის ქვეყნებიდან, ასევე – ისრაელიდან, რომლებიც ამ ტიპის ყველაზე ცნობილ ფესტივალებს ევროპის მასშტაბით აკეთებენ. დარწმუნებული ვარ, რომ წინანდლის ფესტივალი, როგორც კახეთის რეგიონის, ისე საქართველოს მასშტაბით, ძალიან მნიშვნელოვანი ეფექტის მომტანი იქნება”, –განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.