დაავადებათა კონტროლის ცენტრი მაღალი ტემპერატურის გამო, მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს
,,მნიშვნელოვანი საფრთხე არ არის. მომატებული გარემოს ტემპერატურაა. ხუთ წლამდე ბავშვები, 60-65 წლის ზემოთ მოხუცები და ქრონიკული დაავადებების მქონე ადამიანები, უპირატესად გულსისხლძარღვთა, სასუნთქი სისტემის დაავადებები და დიაბეტი. ეს ადამიანები უნდა იყვნენ განსაკუთრებით ფრთხილად და მოერიდონ მზეზე სიარულს, ფიზიკურ დატვირთვას, სეირნობას. ვეცადოთ, რომ ოთახის შიდატემპერატურა იყოს 32 გრადუსამდე და მივიღოთ რაც შეიძლება მეტი რაოდენობით სითხე. თუ ვითარდება მომატებულ ტემპერატურასთან დაკავშირებული პირდაპირი ჯანმრთელობის დაზიანება აუცილებელია, მივმართოთ შესაბამის სამედიცინო დაწესებულებას. ცხელ პერიოდში წყლით გადამტანი დაავადებების რისკი იმატებს და ხშირია დიარეები. ამიტომ უნდა ვიხმაროთ, მხოლოდ და მხოლოდ საიმედო წყალი. ასევე მომატებული რისკი არსებობს საკვებით გამოწვეული სხვადასხვა ეპიდაფეთქების და უნდა ვიყოთ დარწმუნებული, რომ საკვები რომელსაც მივირთმევთ უსაფრთხოა და განსაკუთრებით, თავი ავარიდოთ კრემიანი და მძიმე საკვების მიღებას. მნიშვნელოვანია ასევე, რომ ამ პერიოდში ფრთხილად ვიყოთ სხვადასხვა მწერებითა და ტკიპებით გადამტანი დაავადებისაგან”,-განაცხადა ამირან გამყრელიძემ.