,,თავისუფალი დემოკრატების“ ახმეტის რაიონულ ორგანიზაციას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
ოფისის ახალი ხელმძღვანელის, შოთა მთიულიშვილის განცხადებით, პარტია “თავისუფალი დემოკრატები” არის ორგანიზაცია, რომელთანაც აქვს სრული თანხვედრა როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკის მიმართულებით. მისივე თქმით, ახმეტაში ყველა მიმართულებით საჭიროა ძირეული ცვლილებების განხორციელება.
,,სულ ცოტა ხნის წინ, პარტიამ გამომიცხადა ნდობა და დამაკისრა ახმეტის რაიონული ოფისის თავმჯდომარეობა. ვდგამ ამ ნაბიჯს, რადგან ყველა კარგად ვხედავთ, რაც ხდება უკვე არაერთი წელია ჩვენს ქვეყანაში. არაფერი იცვლება სახელების გარდა. მე არ ვთვლი, რომ მარტო რაიმეს შეცვლას შევძლებ, მაგრამ მჯერა, რომ ჩემნაირად მოაზროვნე კიდევ ბევრი ახალგაზრდაა და ისინიც იაქტიურებენ’’, – განაცხადა შოთა მთიულიშვილმა.
რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელის, ოთარ კვირიკაშვილის განცხადებით, წლებია ახმეტაში აღარ ცხოვრობს, რის გამოც აღნიშნული გადაწყვეტილება მიიღო.
პარტიის ახმეტის რაიონული ორგანიზაციის ყოფილი ხელმძღვანელი კი რჩება “თავისუფალი დემოკრატების” პოლიტისაბჭოს წევრად. ოთარ კვირიკაშვილის განმარტებით, ის წლებია ახმეტაში აღარ ცხოვრობს, რის გამოც რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის თანამდებობის დატოვების შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.
,,ვრჩები თავისუფალი დემოკრატების პოლიტსაბჭოს წევრად და ჩემს რესურსსა და გამოცდილებას სხვა სხვა კუთხით და სხვა სტატუსით მოვახმარ პარტიას. მე უკვე წლებია ახმეტაში აღარ ვცხოვრობ და ორგანიზაციის ასე დისტანციურდ მართვა აშკარად არაეფექტურია, სწორედ ამიტომ პარტიის ხელმძღვანელობას შევთავაზე გაცილებით ოპტიმალური ვარიანტი შოთა მთიულიშვილის სახით’’, – განუცხადა Knews.ge-ს ოთარ კვირიკაშილმა.
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებზე ოთარ კვირიკაშვილი კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი იყო. 2014 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის კვრიკაშვილი ოპოზიციაში გადავიდადა და მხარს უჭერდა „ნინო ბურჯანაძე – ერთიანი ოპოზიციის“ ახმეტის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატს ზურაბ ფილაშვილს, რომლის საარჩევნო შტაბის წარმომადგენელიც იყო. 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებზე კი “თავისუფალი დემოკრატებიდან” ახმეტისა და თელავის გაერთიანებული საარჩევნო ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო.